in ,

გია გეგუჩაძე: ბატე და სივასპორი განსხვავებული სტილის გუნდებია – შანსები თანაბარია

ბათუმის “დინამო” კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “სივასპორს” ეთამაშება. პირველი დაპირისპირება ბათუმში ხვალ, 5 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო – 12 აგვისტოს. პირველი შეხვედრის წინ ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და მეკარე ლაზარე კუპატაძემ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ გეგუჩაძე პრესკონფერენციაზე დინამოს ფანების, ‘შავი ზღვის პირატების” მაისურით მივიდა.

“ძალიან დიდი ძალა გაიღეს ფეხბურთელებმა “ბატე”-სთან თამაშში. ამას დაერთო მგზავრობაც. დასასვენებლად ორი დღე მივეცით. ვფიქრობ, აღვიდგინეთ ძალები. ყოველ შემთხვევაში, გუნდი სათამაშოდ სრულ მზადყოფნაშია და შანსები თანაბარია.

“ბატე” და “სივასპორი” ცოტა განსხვავებული სტილის გუნდებია, თუმცა საერთოც მრავლად აქვთ. გუნდის სიძლიერე ალბათ მოედანზე უნდა შეფასდეს, მაგრამ ის, რომ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით, უდაოა. ყველაფერთან ერთად, ჩვენთვის – მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისთვის, ეს უდიდესი გამოცდილებაა და ვნახოთ, რა იქნება”, – თქვა გია გეგუჩაძემ.

“გამომდინარე წინა მატჩიდან, განწყობა ამაღლებულია. მომავალ თამაშთან დაკავშირებით გვაქვს გეგმა. შევეცდებით, რომ ის შევასრულოთ და ისე ვითამაშოთ, რომ მოწინააღმდეგეს მოედანზე დისკომფორტი შევუქმნათ”, – თქვა ლაზარე კუპატაძემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი ასანიძე: სამ წელიწადში მორიგი ოლიმპიადა გველის და იქ ჩვენი ოცნება უნდა ავისრულოთ

გენომ დამაჯერებლად დაიწყო და ეგვიპტელს შანსი არ დაუტოვა