in

სეოკ-ის განმარტება აბრამიანის დოპინგ სკანდალზე

დღეს, ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე ქართველ მძლეოსანს ბენიკ აბრამიანს უნდა ეასპარეზა, მაგრამ შეჯიბრის დაწყებამდე ის დოპონგზე ჩავარდა. მას სხეულში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს და ტურნირიდან მოხსნეს.

ქართველ მძლეოსანს დოპინგი დაუდასტურდა და ოლიმპიადიდან მოხსნეს

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“სეოკ-ის განმარტება

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი.

დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.
მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.

აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი.”

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი და ბარსა თითქმის შეთანხმდნენ: კონტრაქტი 2026 წლამდე გაგრძელდება და ხელფასი 50%-ით ნაკლები იქნება

კრიშტიანოს მადრიდში დაბრუნება უნდა, ჰარი კეინი შანტაჟზე წავიდა – სატრანსფერო ამბები