არც თუ მარტივ სიტუაციაში აღმოჩნდა „რუბინი“ კონფერენსლიგაზე მესამე რაუნდის მატჩების წინ. ყაზანელები პოლონურ „რაკუვას“ უნდა შეხვდნენ. საქმე ისაა, რომ რეგლამენტის თანახმად კლუბს უფლება მისცეს მხოლოდ 21 ფეხბურთელი შეეყვანა განაცხადაში და არა 25. შესაბამისად, განაცხადი 4 კაცით შეამცირეს.
განაცხადაში კი ვერ მოხვდა „რუბინის“ წამყვანი მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც ითამაშებს. როგორ?
ჩვენიანი ვერ მოხვდა ძირითად A განაცხადში, მაგრამ შეიძლება მისი B განაცხადში შეყვანა, როგორც 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ფეხბურთელის, რომელმაც შესვენების გარეშე 2 წელი ითამაშა კლუბში.
ასეთ დროს შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობის ფეხბურთელების შეყვანა სეზონის განმავლობაში გარკვეული პირობების დაცვით. გარდა ამისა, შეიძლება ეს სია უშუალოდ მატჩის დღესაც გადაიცეს.
GIPHY App Key not set. Please check settings