in

რისკი და დასანანი მარცხი:გობაძე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

ძალიან დასანანი და სამწუხარო მარცხი განიცადა პირველივე შეხვედრაში ლაშა გობაძემ (-87 კგ). ქართველი მსოფლიო ჩემპიონი პირველ შეხვედრაში უზბეკ რუსტემ ასაკალოვს დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 5:6 დამარცხდა.

პირველ პერიოდში გობაძე კარგად ჩაუხტა მეტოქეს და კისრულით 2 ქულიან ილეთზე შეძლო მისი დაგდება. პლუს, მსაჯმა პასიურობისთვის უზბეკს მისცა შემჩნევა და ქართველმა პერიოდი 3-ქულიანი უპირატესობით მოიგო.

მეორე პერიოდიც გობაძის აქტიურობით დაიწყო და ლაშა უკეთესი იყო, მაგრამ გამოცდილმა უზბეკმა ლაშან კონტრილეთზე ჩაიყოლა და 6 ქულა აართვა. გობაძემ კი, ამ მომენტიდან მხოლოდ 2 ქულა წამოიღო.

ლაშას აქტიურობის და არაერთი მცდელობის მიუხედვად, შეხვედრაში არაფერი შეცვლილა.

ასაკელოვი 1/4 ფინალში გავიდა. იმ შემთხვევაში, თუ უზბეკი ფინალში გავა, ლაშა რეპეშაჟში გააგრძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რამაზ ზოიძემ მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა

ილეთების კორიანტელი და წმინდა გამარჯვება: ზოიძე 1/2 ფინალშია