in

რონალდო კი წავა, მაგრამ წაიყვანენ? – სამი გუნდის ვარიანტი

კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა „იუვენტუსი“ დატოვოს.

ESPN აცნობებს, რომ ფეხბურთელის წარმომადგენლები ტურინულ კლუბთან განიხილავენ სუპერვარსკვლავის მომავალს, თუმცა ამავდროულად სხვა გუნდებთან კონტაქტს განაგრძობენ.

„მანჩესტერი“, „რეალი“ და პსჟ – ამ გუნდებთან გავიდნენ კავშირზე, რათა გაეგოთ რამდენად შედის პორტუგალიელი მათ გეგმებში.

აღნინიშნება, რომ სავარაუდოდ რონალდო ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ის აპირებს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელთან მასიმილიანო ალეგრისთან განაგრძოს ურთიერთობა წინასასეზონო მზადებისას.

რონალდოს წასვლა არ არის გამორიცხული, თუმცა „იუვენტუსის“ და თავად ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნები პანდემიური კრიზისის პირობებში შესაძლოა წინაღობად იქცეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანეთი არაბეთში გადავიდა: სუპერთასი საუდეთში გაიმართება

64 წლის მომღერალს დებიუტი ჰქონდა კლუბში, სადაც მაიკონი თამაშობს