ქართულ საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო მენეჯერი მამუკა ჯუღელი ახლა ყველაზე მეტადაა სპორტული ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში. ამ ეტაპზე სწორედ მის ხელშია ქართული ფეხბურთის იმედის ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი.
მამუკა ჯუღელი: ხვიჩა რუბინიდან მხოლოდ ტოპ კლუბში წავა – ლიდსის ამბები ტყუილია
ტელეკომპანია “იმედის” სპორტულ გადაცემაში “სპორტი იმედზე” მამუკა ჯუღელმა ხვიჩას ტრანსფერზე ისაუბრა, რომ ჯერ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერზე ქართული ფეხბურთის ქომაგებს საბა კვირკველიას ამბავი გვახსენდება. 2018 წელს საბას შეძენით პრემიერლიგის “ლესტერი” იყო დაინტერესებული და ამის შესახებ “მელიების” გვერდიც წერდა. თავად საბასაც ჰქონდა “ლესტერში” თამაშის სურვილი და ეს არაერთხელ უთქვამს, მაგრამ ტრანსფერი არ განხორციელდა. მამუკა ჯუღელმა კვირკველიას ქეისზე ასეთი კომენტარი გააკეთა.
“საბას პირადად შევხვდი და ვუთხარი, რომ მისით “ლესტერი” იყო დაინტერესებული. მან კი განმიცხადა, რომ ინგლისში არ გადავიდოდა, რადგან რუსეთის ჩემპიონობა ძალიან უნდოდა”, – თქვა ჯუღელმა.
ბატონო მამუკა, ფიცი გვწამს, მაგრამ ფაქტები გვატყუებს. ჩვენ მოვიძიეთ ინგლისური მედიის ლინკი, სადაც საბა კვირკველიას “ლესტერის” ინტერესის შესახებ წერია და იქვე მოყვანილია ქართველი ფეხბურთელის კომენტარიც, რომელიც პრემიერლიგაში გადასვლაზე თანახმაა.
53 წლის აგენტის მიერ მოყვანილი მიზეზი ცოტა უცნაურია. მან თქვა, რომ კვირკველიას მანამდე არ სურდა “ლოკომოტივის” დატოვება, სანამ რუსეთის ჩემპიონი არ გახდებოდა. კვირკველიას “ლესტერის ვარიანტი 2018 წლის ივნისში ჰქონდა, ამ დროს კი უკვე რუსეთის ჩემპიონი იყო. “ლესტერის” წინადადებამდე 1 თვით ადრე, საბამ რუსეთის პირველობა მოსკოვის “ლოკომოტივთან” ერთად მოიგო.
2018-19 წლების სეზონი საბამ “ლოკომოტივში” კარგად ითამაშა და ჩემპიონთა ლიგაზეც მოსინჯა ძალები, 2019-20 წლებში ტრავმების და სხვა მიზეზების გამო დიდი დრო სკამზე გაატარა და გუნდმა იგი “როტორში” გაანათხოვრა.
GIPHY App Key not set. Please check settings