სლოვენიის ქალაქ ლუბლიანაში 21-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გერმანიამ პორტუგალია 1:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის სტარტზევე გავიდა. ლუკას მეჩამ პორტუგალიელთა დაცვაში არსებული სივრცეებით კარგად ისარგებლა და დიაგო კოშტას გაუტანა.
გერმანიის ახალგაზრდული ნაკრები მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ახალგაზრდა “ბუნდესნაკრები” აღნიშნულ ტიტულს 2009, 2017 წლებში ფლობდა. პორტუგალიამ კი ფინალური მატჩი მესამედ წააგო.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა. მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იყო, რომელმაც ფეხბურთელებს 6 ყვითელი ბარათი უჩვენა. ყრუაშვილს ზაზა ფიფია და ლევან ვარამიშვილი ეხმარებოდნენ. მეოთხე სათადარიგო მსაჯი კი ირაკლი კვირიკაშვილი იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings