in ,

ვილი სანიოლი: ამხანაგურ მატჩში შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა – მჯერა კოსოვოსთან უფრო კარგად ვითამაშებთ

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლმა მეხუთე შეხვედრა ჩაატარა და დიდი ანგარიშით პირველად დამარცხდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრანგი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ, “ჯვაროსნებმა” ყველაზე სუსტი თამაში ჩაატარეს, არადა ამათზე უფრო ძლიერი მეტოქეებიც გვყავდა.

წავაგეთ: ნიდერლანდების ტოლი და სწორი არ ვართ – 0:3

მატჩის დასრულების შემდეგ, თამაში ვილი სანიოლმა შეაფასა.

“ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი, რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს, შესაძლოა, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო.

ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით. ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით.

მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი შედეგის საჩვენებლად, გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით იქნებიან ჩართული და მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და ამის გამო ცოტა უკმაყოფილო ვარ. ასევე მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია, ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც ეს სექტემბერში იქნება. კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მჯერა, რომ საკუთარ თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ”, – თქვა სანიოლმა.

ფრანკ დე ბური: ქართველების ტაქტიკამ გამაკვირვა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფრანკ დე ბური: ქართველების ტაქტიკამ გამაკვირვა

გერმანია ევროპის ჩემპიონია: ფინალი ქართველებმა იმსაჯეს