გიორგი ქვილითაიას შემდეგ, კვიპროსულ “აპოელს” მეორე ქართველი შემტევი, თორნიკე ოქრიაშვილიც შეუერთდა. ოქრიაშვილი ქვილითაიას მსგავსად “ანორთოსისში” ასპარეზობდა, თორნიკე აღნიშნული გუნდის ღირსებას 2019 წლიდან იცავდა და სულ ცოტა ხნის წინ მასთან ერთად პირველ საკლუბო ტიტულს, კვიპროსის თასს დაეუფლა. 29 წლის ფეხბურთელმა “აპოელთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გასულ სეზონში “აპოელმა” ადგილობრივი ჩემპიონატი მე-8 პოზიციაზე დაასრულა.
თორნიკე ოქრიაშვილის შეძენა “ომონიასაც” სურდა, მეტიც, ეს ამბავი თითქმის გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ საბოლოოდ თოკომ არჩევანი “აპოელზე” შეაჩერა.
ოქრიაშვილი ნიქოზიის ომონიაში გადადის
GIPHY App Key not set. Please check settings