in

ჯეკ გრილიში: კოპენჰაგენის მეკარემ მითხრა, რომ ჰოლანდი ადამიანი არ არის

გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე ერლინგ ბრაუტ ჰოლანდმა მორიგი შოუ დადგა. “სიტის” მეტოქე დავით ხოჭოლავას “კოპენჰაგენი” იყო და შეხვედრა სიტის გამარჯვებით, 5:0 დასრულდა. ცხადია, ერლინგის გამორჩეული პერფორმანსის გარეშე ეს მატჩი ვერ ჩაივლიდა და ასეც მოხდა – ნორვეგიელმა დუბლი შეასრულა.

პეპ გუარდიოლას რეაქცია ჰოლანდის დუბლზე

სათქმელია, რომ ჰოლანდს ყველა ტურნირზე უკვე 14 მატჩი დაუგროვდა და მის აქტივში 19! გოლია. ნამატჩევს კი ჯეკ გრილიშმა ძალიან საინტერესო რამ თქვა:

მატჩის დასრულების შემდეგ ისეთი რამ მოხდა, რაც აქამდე არ მქონდა ნანახი – “კოპენჰაგენის” მეკარე მოვიდა და მითხრა, რომ ჰოლანდი ადამიანი არ არის.

საგულისხმოა, რომ ჰოლანდმა ლიგაზე 29-ე გოლი გაიტანა, რითაც ლეგენდარულ რივალდოსა და ლუის სუარესს (ურუგვაელს) გადაასწრო.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სიტის ბენეფისი და იუვენტუსის პირველი ქულები – ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური

18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ფინალშია!