in

გულუხვი შეიხი, ბარსას კრედიტი და სატრანსფერო გეგმები – ამბები მოკლედ

ბრუნო ფერნანდეში ზედიზე მეორედ “მანჩესტერის” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მაუნტი – “ჩელსის” საუკეთესო მოთამაშეა სეზონში.

“ტოტენჰემი” ჰარი კეინს 150 მლნ ფუნტად აფასებს და არ სურს მისი პრემიერლიგის სხვა კლუბში გაშვება.

მასიმილიანო ალეგრი “რეალისთვის” პრიორიტეტული კანდიდატია.

“სევილიას” სურს გედეშის წაყვანა “ვალენსიადან”. მის სანაცვლოდ 40 მლნ ევროს ითხოვენ.

მიროსლავ კლოზემ შესაძლოა დიუსელდორფის “ფორტუნა” ჩაიბაროს.

ტეო უოლკოტმა კონტრაქტი გააფორმა “საუთჰემპტონთან” 2023 წლამდე.

შოტლანდიის იუსტიციის მინისტრმა ხამზა იუსაფმა მოუწოდა “რეინჯერსიდან” ის ფეხბურთელები გაყარონ, რომლებიც ჩემპიონობის შემდეგ კათოლიკების შურაცხყოფაში თანამონაწილეები არიან.

“მანჩესტერს” აინტერესებს “ატლეტიკოს” მცველი ტრიპიერი.

როი ჰოჯსონი დატოვებს “კრისტალ პალასს” და შესაძლოა საერთოდ დაასრულოს კარიერა ამ სეზონის ბოლოს.

შეიხი მანსური ჩემპიონთა ლიგის ფინალზე “სიტის” რამდენიმე ათასი გულშემატკივრის გამგზავრებას დაფინანსებს.

“ჩელსი” ლევანდოვსკის დაეკონტაქტა, მაგრამ პოლონელ მეგოლეს უფრო ესპანეთი ხიბლავს.

Goldman Sachs-მა “ბარსელონასთის” 500 მლნ ევროს საკრედიტო ხაზი გახსნა. 100 მლნ ახლავე მოთამაშეების ხელფასზე წავა.

“ბარსას” სურს გრიზმანი გაუცვალოს “ატლეტიკოს” ჟოაო ფელიქსში.

“ჩელსი” თთქმის მოელაპარაკა ტიაგო სილვას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

“რეალი” ბენზემას 2023 წლამდე გათვლილ ახალ კონტრაქტს შეთავზებს.

“მალიორკა” ლა ლიგაში დაბრუნდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ძალიან ვამაყობ და მადლობა ნდობისთვის: 6 წლის შემდეგ ბენზემა ნაკრებში ბრუნდება

თურმანიძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე: დღეს ოქროს ველით