საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ ორწლიანი კარიერის შემდეგ, ვარშავის “ლეგია” დატოვა.
ვარშაველებმა, რომლებსაც ჩემპიონობა ნაადრევად ჰქონდათ განაღდებული, გუშინ ექსტრაკლასას ბოლო ტურის შეხვედრაში “პოდბესკიძიე” 1:0 დაამარცხა. მატჩში გვილიას არ უთამაშია.
გვილიას კლუბის ოფიციალური ვებგვერდიც დაემშვიდობა.
“ვაკო ყოველთვის საუკეთესოს აკეთებდა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ის მონაწილეობდა კლუბის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში და ღიმილით ასრულებდა ყველა საფეხბურთო და არასაფეხბურთო მოვალეობას.
ვაკო, მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც “ლეგიასთვის” გააკეთე და წარმატებები კარიერის მომდევნო ეტაპებზე”, – წერს “ლეგიას” ოფიციალური გვერდი.
ვაკომ “ლეგიას” რიგებში 70 მატჩი ჩაატარა – 26 წლის ქართველის ანგარიშზე 11 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.
GIPHY App Key not set. Please check settings