მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის 33-ე ტურის დღევანდელ შეხვედრაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა სტუმრად „ფრაიბურგთან“ (2:2).
32 წლის პოლონელმა მე-40 გოლი შეაგდო ბუნდესლიგაში და ამით „ბაიერნის“ ლეგენდარული მეგოლის გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა. რობერტმა გოლი შეხვედრის 26-ე წუთზე პენალტით გაიტანა და ანგარიში გახსნა.
“ბაიერნს” წლევანდელ ბუნდესლიგურ სეზონში ერთი მატჩი რჩება, 22 მაისს “აუგსბურგს” უმასპინძლებს და დიდი შანსია ლევანდოვსკიმ რეკორდი მოხსნას.
მიულერმა 1971/72 წლების სეზონში გაიტანა 40 გოლი, ბუნებრივია, ისიც „ბაიერნში“ თამაშობდა.
ლევანდოვსკიმ, გაიტანა რა მე-40 გოლი, აჩვენა მაისური „გერდი სამუდამოდ“.
GIPHY App Key not set. Please check settings