ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მაიამის „ინტერის“ თანამფლობელი დევიდ ბექჰემი სერიალ „მეგობრების“ (friends) სპეციალური გამოშვების გადაღებაზე მიწვეული ვარსკვლავი გახდება.
ბექჰემის გარდა მონაწილეობას მიიღებენ მომღერალი ჯასტინ ბიბერი, ლედი გაგა, პოპ-ჯგუფი BTS, მსახიობები კიტ ჰარინგტონი, სინდი კროუფორდი და სხვები. სპეციალური გამოშვება 27 მაისს გამოვა.
„მეგობრები“ – ამერიკული კომედიური სერიალია, რომელიც 6 მეგობრის ცხოვრებაზეა. სერიალი, რომელიც 1994-დან 2004 წლამდე გადიოდა, ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს. „მეგობრებმა“ 6 „ემი“ და პრემია „ოქროს გლობუსი“ მიიღო.
„მეგობრების“ მიხედვით ასევე ძალიან პოპულარული სერიალი საქართველოშიც გადაიღეს. „შუა ქალაქში“ 16 სეზონი გადიოდა ტელეიმედზე.
GIPHY App Key not set. Please check settings