თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-მ გუშინ VTB ლიგის მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა გამართა და “ნიჟნი ნოვგოროდთან” 72:76 დამარცხდა. მოსკოველებს პირველი შეხვედრა მოგებული ჰქონდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის სერიაშია ანგარიში თანაბარია – 1:1 და ნახევარფინალისტის ვინაობას მესამე შეხვედრა გაარკვევს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 25:59 წუთი გაატარა და 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
სერიის მესამე გადამწყვეტი თამაში 16 მაისს მოსკოვში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings