in

ვიდეო: შენგელიას ეფექტური ჩატენვა და ცსკა-ს მარცხი მილანთან – ეფესი ევროპა ლიგის გამარჯვებულია

თორნიკე შენგელიამ და მისმა ცსკა-მ ევროლიგა მეოთხე ადგილზე დაასრულა. თურქულ “ანადოლუ ეფესთან” დამარცხების შემდეგ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ცსკა “ოლიმპია მილანოს” დაუპირისპირდა და 73:83 წააგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და ძალიან მაგარი თამაშიც ჩაატარა. 28:07 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 11-დან 6 ორქულიანი 2-დან 1 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სათქმელია ისიც, რომ შეხვედრის საუკეთესო მომენტიც შენგელიას ეკუთვნოდა: მან ფარქვეშ კაილ ჰაინსის წინააღმდეგობა არ შეიმჩნია და ეფექტური სლემი შეასრულა.

ევროლიგის 2020-2021 წლების სეზონი “ეფესის” ტრიუმფით დასრულდა. ერგინ ატამანის გუნდმა ფინალში “ბარსელონას” 5 ქულით, 86:81 სძლია. ჯერ კიდევ “რეალის” გაგდების შემდეგ, “ეფესი” გათამაშების მთავარ ფავორიტად უნდა მიგვეჩნია. თურქულმა გუნდმა ევროლიგა ისტორიაში პირველად მოიგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე თბილის დინამოს ყველა პოტენციური მეტოქე ცნობილია

საქართველოს ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონი ითამაშებს: წიტაიშვილმა მოქალაქეობა ოფიციალურად მიიღო