in ,

ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე თბილის დინამოს ყველა პოტენციური მეტოქე ცნობილია

ზაფხულში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ასპარეზობას პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს და წილისყრისას ის განთესილი იქნება.

წილისყრაზე, რომელიც 15 ივნისს ჩატარდება, კახი ცხადაძის გუნდის პოტენციურ მეტოქეთა ვინაობა ცნობილია.

“რიგა” (ლატვია), “ჰიკი” (ფინეთი), “ლინფილდი” (ჩრ. ირლანდია), “ფოლა ეში” (ლუქსემბურგი), “შახტიორი” (ბელარუსი), “ნეფთჩი” (აზერბაიჯანი), “მაკაბი ჰაიფა” (ისრაელი), “ქონაჰი” (უელსი), “შემროკი” (ირლანდია), “ვალური” (ისლანდია), “ბოდო გლიმტი” (ნორვეგია), “მურა” (სლოვენია), “ტუეტა” (ალბანეთი), “ბორაცი” (ბოსნია და ჰერცოგოვინა), “ჰამრუნი” (მალტა).

ამ გუნდებს ჩემპიონთა ლიგის წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე 4 გუნდიდან 2 საუკეთესო დაემატება: “ტორსჰავნი” (ფარერები), “პრიშტინა” (კოსოვო), “ინტერი” (ანდორა), “ფოლგორი” (სან მარინო)

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 6-7 და 13-14 ივლისს ჩატარდება და თუკი “დინამომ” წარმატებას მიაღწია, მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე (20-21 და 27-28 ივლისი) უკვე განუთესავთა შორის იქნება, შესაძლო მეტოქეთაგან კი ჯერ მხოლოდ სამია ცნობილი: “ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი), “იანგ ბოიზი” (შვეიცარია) და ‘ცრვენა ზვეზდა’ (სერბეთი). 

შეგახსენებთ, რომ მომავალ ზაფხულს საქართველოდან ევროთასებზე კიდევ 3 კლუბი იასპარეზებს: “დინამო” ბათუმი, გორის “დილა” და “გაგრა” ახალ ტურნირში, კონფერენს ლიგაზე იასპარეზებენ. რა თქმა უნდა, ისინიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაკარიძე ერთ ნაბიჯში ლა ლიგასთან: ვოლფსბერგერი ევროპის მიღმა დარჩა – ლეგიონერები

ვიდეო: შენგელიას ეფექტური ჩატენვა და ცსკა-ს მარცხი მილანთან – ეფესი ევროპა ლიგის გამარჯვებულია