in

უეფა სუპერლიგას არ ეშვება და სამ ურჩ გუნდს ერჩის

უეფამ გამოძიება დაიწყო „ბარსელონასთან“, „რეალთან“ და „იუვენტუსთან“ მიმართებაში სუპერლიგის პროექტთან დაკავშირებით.

უეფას დისციპლინარული რეგლამენტის მიხედვით, დანიშნეს უეფას ინსპექტორები ეთიკისა და დისციპლინარულ საკითხებში დისციპლინარული გამოძიების ჩასატარებლად „რეალის“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ე.წ. სუპერლიგის პროექტთან დაკავშირებით – ასეთი რამ წერია უეფას განცხადებაში.

სუპერლიგის დამფუძნებელი 12 კლუბიდან 9 ოფიციალურად გამოვიდა პროექტიდან. ისინი უეფას მოელაპარაკნენ, მათ მხოლოდ შემოსავლების მოჭრით დასჯიან. ამბობენ, რომ ხსენებულ სამ კლუბს უფრო სერიოზული სანქციები ელოდება, რადგან ესენი არ ეშვებიან და ოფიციალურად არ ამბობენ უარს თავიანთ წამოწყებაზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გვიყვარხართ და გვეამაყებით! დიდი გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა

ახალი დროება: ნიდერლანდებში ქალებს უფლება მისცეს კაცებთან ერთად ითამაშონ