„მანჩესტერ სიტიმ“ გაავრცელა საოცარი ვიდეო, რომელიც კვადროკოპტერიდანაა გადაღებული.
მანკუნიანთა Youtube-არხზე გამოქვეყნებულ კადრებში, დრონი „ეტიჰადის“ სტადიონს შიგნიდან და გარედან იღებს. კამერა მთავარი შესასვლელიდან შედის, ტრიბუნების ქვეშ შენობაში გადაადგილდება და შემდეგ სათამაშო მოედანზე აღმოჩნდება.
კოპტერმა ცარიელ ტრიბუნებს გადაუფრინა, კლუბის საეთერო სტუდიაში შევიდა და მაშინ როცა კომენტატორი ჯონ სტოუნზის ერთ–ერთ გოლს აღნიშნავდა, კარებში აღმოჩნდა.
შემდეგ დრონი „ეტიჰადის“ თავზე აფრინდა და მოედნის ცენტრში დაეშვა, სადაც უკვე იდგა პრემიერლიგის ჩემპიონის თასი. მთელი ვიდეო 220 წამი გრძელდება.
„სიტი“ ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული სამშაბათს, 11 მაისს გახდა. გამარჯვება ვადამდელი იყო, რადგან მთავარმა კონკურენტმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლესტერთან“ წააგო და სატურნირო ცხრილში ქულები დაკარგა.
მანჩესტერმა წააგო და მანჩესტერი ჩემპიონი გახდა: სიტიმ ინგლისური ოქრო დაიბრუნა
„სიტიმ“ პრემიერლიგის მთავარი ტიტული მეშვიდედ მოიპოვა.
ქალაქური ამბები: უკან შობისთვის და მუდამ წინ მანჩესტერზე
GIPHY App Key not set. Please check settings