in

ქალაქური ამბები: უკან შობისთვის და მუდამ წინ მანჩესტერზე

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თანაქალაქელმა „იუნაიტედმა“ შინ „ლესტერთან“ 1:2 წააგო და მეტოქე თეორიულადაც მიუღწეველი გახდა.

მანჩესტერმა წააგო და მანჩესტერი ჩემპიონი გახდა: სიტიმ ინგლისური ოქრო დაიბრუნა

„ქალაქელებმა“ ტურნირი მოიგეს იმის მიუხედავად, რომ შობისთვის მე-8 ადგილზე იყვნენ, 23ქულა ჰქონდათ და იმ მომენტში ლიდერ „ლივერპულს“ 8 ქულით ჩამორჩებოდნენ. ასეთი რამ პირველად მოხდა პრემიერლიგის ისტორიაში 1981/82 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ჩემპიონი გახდა „ლივერპული“, რომელსაც შობისთვის მე-12 ადგილი ეკავა.

*

„სიტი“ მეოთხედ გახდა ჩემპიონი „მანჩესტერის“ ბოლო ჩემპიონობის შემდეგ. „იუნაიტედმა“ ტიტული 2012/13 წლების სეზონში მოიგო. ამის შემდეგ „სიტიმ“ გაიმარჯვა – 2013/14, 2017/18, 2018/19 და 2020/21 წლებში.

*

„მანჩესტერი“ ზედიზედ მე-8 სეზონია „სიტიზე“ დაბლაა ცხრილში. სერია დაიწყო ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ. 2012/13 წლების სეზონში „იუნაიტედი“ ჩემპიონი გახდა, „სიტი“ კი მე-2 ადგილზე გავიდა და სერ ალექსიც წავიდა.

2013/14, 2017/18, 2018/19, 2020/21 სეზონებში „სიტი“ ჩემპიონი გახდა.
2014/15 სეზონში „სიტი“ მე-2 იყო, „მანჩესტერი“ – მე-4.
2015/16 სეზონში „სიტი“ მე-4-ზე გავიდა, „მანჩესტერი“ – მე-5-ზე.
2016/17 სეზონში „სიტი“ მე-3 იყო, „მანჩესტერი“ – მე-6.
2019/20 სეზონში „სიტი“ მე-2 მივიდა ფინიშთან, „მანჩესტერი“ – მე-3.

*

სერხიო აგუერომ მე-15 ტროფეი მოიგო „სიტის“ შემადგენლობაში, ამით ის კლუბის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი გახდა.
32 წლის არგენტინელმა ამჟამად „სოსიედადში“ მყოფი ესპანელი დავიდ სილვას რეკორდი მოხსნა, რომელსაც 14 ტროფეი ჰქონდა.
აგუერომ პრემიერლიგა 5-ჯერ მოიგო, ერთხელ ინგლისის თასი, 6-ჯერ – ლიგის თასი და სამიც ქვეყნის სუპერთასი.

*

პეპ გვარდიოლამ 9 ტიტული მოიგო 12 სეზონში უმაღლეს ლიგებში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ რატომ არ დაგვიძახეთ სუპერლიგაში – ამბები მოკლედ

საოცარი ვიდეო: სიტიმ ეტიჰადი დრონით გადაიღო