NBA-ს მორიგ ტურში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ „ფილადელფიას“ დაუპირისპირდა, რომელსაც 8 თამაში არ ჰქონდა წაგებული და მეტოქეს 9-ქულიანი უპირატესობით 103:94 აჯობა.
აღნიშნულ შეხვედრაში ბითაძემ პარკეტზე 17:30 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. მისი მარგი ქმედების მაჩვენებელი კი +4 გამოდგა.
გამარჯვებულთა რიგებში კარის ლევერტი გამოირჩა, რომელსაც 24 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა. ერთადერთი სამმაგი დუბლი კი 16 ქულით, 13 მოხსნით და 15 პასით დომანტას სამონისმა მიითვალა. ხოლო თამაშში ყველაზე მეტი ქულა „ფილადელფიას“ კალათბურთელმა ტობიას ჰარისმა ჩააგდო. 28 წლის ამერიკელმა საკუთარ გუნდს 34 წუთში 27 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა.
„პეისერსს“ 33 მოგების საწინააღმდეგოდ 36 მარცხი დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე აღზევდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 მაისს, „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings