in ,

ქოჩორაშვილმა ბარსასთან ითამაშა

გუშინ, ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” “ლევანტეს” ესტუმრა და მიუხედავად ორბურთიანი უპირატესობისა, მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 3:3.

მატჩი რონალდ კუმანის გუნდისთვის იდეალურად დაიწყო და პირველი ნახევარი ლიონელ მესისა და პედრის გოლებით მოიგეს. მეორე ნახევარში პაკო ლოპესის გუნდი, უბრალოდ ძალიან კარგი იყო და ტაიმის სტარტზევე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. 64-ე წუთზე უსმან დემბელემ “ბარსელონა” კიდევ ერთხელ დააწინაურა, მაგრამ ლეონის გოლით მასპინძლებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს წონასწორობის აღდგენა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს. ამ ფრით, შეიძლება ითქვას, რომ “ბარსელონას” საჩემპიონო შანსები ძალიან შემცირდა.

აღნიშნული მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან მატჩის 90-ე წუთზე ხოსე მორალესის ნაცვლად გიორგი ქოჩორაშვილი გამოჩნდა მოედანზე და 21 ქართველმა ფეხბურთელმა “ბარსას” ვარსკვლავების წინააღმდეგ ითამაშა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანჩესტერმა წააგო და მანჩესტერი ჩემპიონი გახდა: სიტიმ ინგლისური ოქრო დაიბრუნა

ბითაძის 4 ქულა და გამარჯვება კონფერენციის ლიდერთან