„სევილიას“ ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა 11-მეტრიანი გაიტანა 78-ე წუთზე და ანგარიში 2:1 გახადა.
თავდაპირველად მსაჯმა ხუან მუნუერამ 11-მეტრიანი „სევილიას“ კარში დანიშნა, რადგან მეკარე ბონომ ბენზემა წააქცია საჯარიმოში. თუმცა გამეორება ნახა, პენალტი გააუქმა და… პენალტი დადო „რეალის“ კარში. როგორც აღმოჩნდა, შეტევის წამოწყების წინ მადრიდელმა მილიტაომ საკუთარ საჯარიმოში ორთაბრძოლისას ხელით ითამაშა.
ზიდანის გუნდი წაგებას მსაჯის მიერ წამატებულ დროში გაექცა, როდესაც დიეგო კარლოსმა ავტოგოლი შეაგდო.
ამრიგად მადრიდის „რეალმა“ ვერ გამოიყენა დიდებული შანსი ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გადასულიყო პირველ ადგილზე. მოგეხსენებათ, შაბათს „ბარსელონამ“ და „ატლეტიკომ“ 0:0 ითამაშეს და „სამეფო კლუბს“ შანსი ჰქონდა თავად გამხდარიყო ლიდერი. ახლა კი ყველაფერი ისევ „ატლეტიკოს“ ხელშია.
ბარსა-ატლეტიკოს ფინალში გაიმარჯვა… რეალმა
ატლეტიკო – 77 ქულა
რეალი – 75
ბარსელონა – 75
სევილია – 71
„რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მატჩის შემდეგ მსაჯს გაესაუბრა. ის ტონო კროოსთან ერთად მუნუერასთან მივიდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.
ესპანელი ჟურალისტები აღნიშნავენ, რომ პირველად ნახეს თამაშის შემდეგ ზიდანი არბიტრთან მისულიყო.
„არაფერი მესმის. თუ მილიტაოზე ხელით თამაში დაფიქსირდა, „სევილიასაც“ ჰქონდა ასეთივე მომენტი. ვერ დამარწმუნა იმან, რაც მსაჯმა მითხრა. არასოდეს ვლაპარაკობ მსაჯებზე, მაგრამ დღეს გაბრაზებული ვარ. გაბრაზებული ვარ, რადგან მოგება დავიმსახურეთ. ახლა მსაჯობაზე მეტს არაფერს ვიტყვი, მაგრამ არბიტრმა წესები უნდა ამოხსნას.
VAR? ვე ვამბობ იმას, რომ იყო ხელში მოხვედრის ორი ეპიზოდი, მაგრამ პენალტი დაინიშნა ჩვენს კარში“, – ძალიან გულდაწყვეტილი იყო თამაშის მერე ფრანგი სპეციალისტი, რომელმაც კი აღნიშნა, რომ ბოლომდე იბრძოლებენ, მაგრამ მშვენივრადაც ხვდება, რომ მაგარი შანსი გაუშვეს ხელიდან, მით უმეტეს, რომ „ატლეტიკოს“ შედარებით კარგი კალენდარი დრჩა.
„რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატში უკვე 15 მატჩია არ აგებს. ბოლოს მადრიდელები 30 იანვარს „ლევანტესთან“ დამარცხდნენ.
ლა ლიგა – 35-ე ტური
სოსიედადი – ელჩე 2:0
ალავესი – ლევანტე 2:2
ბარსელონა – ატლეტიკო 0:0
კადისი – უესკა 2:1
ბილბაო – ოსასუნა 2:2
ხეტაფე – ეიბარი 0:1
ვალენსია – ვალიადოლიდი 3:0
ვილიარეალი – სელტა 2:4
რეალი – სევილია 2:2
ორშაბათი, 10 მაისი
ბეტისი – გრანადა
GIPHY App Key not set. Please check settings