in ,

ბარსა-ატლეტიკოს ფინალში გაიმარჯვა… რეალმა

ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი გაიმართა ბარსელონაში. გათამაშების ლიდერი მადრიდის „ატლეტიკო“ ჩემპიონობის მოსურნე „ბარსას“ ესტუმრა. მათ გარდა პირველობა მადრიდის „რეალსაც“ სურს. უშუალო კონკურენტებმა „ნოუ კამპზე“ ფრე 0:0 ითამაშეს და ამით „რეალს“ გაუკეთეს საქმე. „სამეფო კლუბის“ უპირატესობა ის არის, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში სწორედ „რეალი“ გახდება ჩემპიონი.

ბარსელონური ფრის გამო ახლა ასეთი ვითარებაა:

ატლეტიკო – 77 ქულა
ბარსელონა – 75
რეალი – 74

“რეალი“ თავის მატჩს ხვალ ითამაშებს შინ მეოთხეადგილოსან „სევილიასთან“. გამარჯვების შემთხვევაში „რეალი“ გადავა პირველზე და „ბარსას“ უკვე ქულებითაც გაუსწრებს. ესპანეთში ვითარება წარა-მარა იცვლება. ცოტა ხნის წინ ყველაფერი „ატლეტიკოს“ ხელში იყო, წინა ტურში უკვე „ბარსას“ შეეძლო სიტუაციის კარნახი (მაგრამ წააგო „გრანადასთან“), ახლა უკვე „რეალის“ ხელშია.

თამაში 0:0 დასრულდა, მაგრამ მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ტაიმი სტუმრებს უფრო გამოუვიდათ, ხოლო მეორეში ორივე გუნდს შეეძლო გატანა, მაგრამ ფრთხილი, ბრძოლიანი და ტაქტიკური თამაში უგოლოდ გაილია.

“ბარსელონამ“ ვერ მოუგო ვერც „რეალს“ და ვერც „ატლეტიკოს“ პირველად ბოლო 18 სეზონში – 3 წაგება და 1 ფრე წლევანდელ ლა ლიგაში.
ბოლოს “ბარსელონამ” ორივე მადრიდული მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხა 2002/03 წლების სეზონში – მაშინ იყო 3 ფრე და 1 წაგება.

„ბარსა“ ვერ უგებს „ატლეტიკოს“ ზედიზედ 4 მატჩია – 2 ფრე და 2 წაგება.

იან ობლაკმა მე-300 მატჩი ჩაატარა „ატლეტიკოში“.

მესიზე 9-ჯერ დაჯარიმდნენ. ეს ლეოსთვის რეკორდია ლა ლიგაში.

მესიმ ვერც გაიტანა და ვერც საგოლე პასი ვერ გააკეთა ამ სეზონში „რეალთან“ და „ატლეტიკოსთან“ შეხვედრებში.
“რეალისთვის” მესის გოლი ვერ გააქვს, რაც კრიშტიანო “იუვენტუსში” წავიდა – 2018 წლის ზაფხულის შემდეგ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზედიზედ 9 და ფლიკის 7: ბაიერნი უთამაშებლად გახდა ჩემპიონი

საოცარი ატმოსფერო, გულშემატკივარი და ბათუმელთა გამარჯვება დინამოების მატჩში: ახალი სტადიონი მეორედ ლამაზად გაიხსნა