„გრაფსხაპი“ – ნიდერლანდების გუნდია დუგინჰემიდან მეტსახელად „სუპერფერმერები“. მატჩის წინ, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი ყოფილიყო ერედივიზიონში გადასასვლელად, გულშემატკივრებმა გუნდი ათობით ტრაქტორით შეაგულიანეს.
150-ზე მეტმა ტრაქტორმა კლუბის ავტობუსისთვის დერეფანი გააკეთა და ასე გააცილეს გუნდი ამსტერდამში. იქ „გრაფსხაპს“ თამაში ელოდა „აიაქსის“ მეორე გუნდთან, „იონგ აიაქსთან“.
იყო ლამაზი პირო-შოუც. ვინც ტრაქტორით ვერ წავიდა, ხიდიდან ხელს უქნევდა.
ასეთი მძლავრი მხარდაჭერა საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. „გრაფსხაპმა“ 1:1 ითამაშა და ამის გამო უმაღლეს ლიგაში გადასვლის ამოცანის გადაჭრა ბოლო ტურისთვის (12 მაისი) გადაიდო. „ფერმერები“ შინ „ჰელმონდ სპორტს“ შეხვდებიან.
რატომ სუპერფერმერები
მეტსახელი კლუბს 1990-იანი წლების დასაწყისში მიეწება. „გრაფსხაპმა“ 1990/91 წლების სეზონში მეორე ლიგა მოიგო და ერედივიზონში ისე გადავიდა, რომ ერთიც არ წაუგია. მეტოქეები მათ კბენას ვდილობდნენ და ამიტომ ფეხბურთელებსაც და გულშემატკივრებსაც ფერმერებს ეძახდნენ. ფანები არ გაბრაზებულან, უბრალოდ წინ სუპერი-ც მიამატეს.
ბოლოს „გრაფსხაპი“ უმაღლესში 2018/19 წლების სეზონში თამაშობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings