გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის იუპილერ ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის მატჩი შესანიშნავად ჩაატარა, „სერენს“ მატჩის დამაჯერებლად მოგებაში დაეხმარა და 25 წლის შემდეგ ბელგიის მთავარ ლიგაში დააბრუნა.
საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელის გუნდმა „სერენმა“ „ვასლანდ-ბევერენთან“ საშინაო არენაზე შეხვედრა 1:1 დაასრულა (გოლი მიქაუტაძემ გაიტანა) და ცხადია, გასვლით განმეორებით მატჩში აუტსაიდერად მიიჩნეოდა. ამას ისიც დაემატა, რომ თამაში „ბევერენმა“ უკეთ დაიწყო და მიხაილ ფრეიმ პენალტით მე-15 წუთზე მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ გიორგი მიქაუტაძემ სწრაფად, 22-ე წუთზე ანგარიში ასევე პენალტით გაათანაბრა, ხოლო 45+4-ე წუთზე „სერენი“ ბრაჰიმ საბუნიმ წინ გაიყვანა. დანიელ სინანიმ 51-ე წუთზე სტუმართა კარი კიდევ ერთხელ აიღო და ანგარიში 2:2 გახდა.
ამ რთულ ვითარებაში მიქაუტაძემ ლიდერის თვისებები გამოავლინა. 62-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, რომლითაც ფეი ვაგანემ ისარგებლა და „სერენი“ კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ. 70-ე წუთზე მიქაუტაძემ „ბევერენის“ კარი მეორედ აიღო და დუბლი შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი 90+5-ე წუთზე ანტონი ბერნიემ დასვა და „სერენმა“ 5:1 მოიგო, ორი მატჩში ჯამში კი 6:3 (5:2, 1:1).
გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში “სერენის” მაისურით 19 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings