ბუნდესლიგის გამარჯვებულიც ოფიციალურად დადგინდა. ბოლოს უკვე ცხადი იყო, რომ ეს ისევ „ბაიერნი“ იქნებოდა, მაგრამ წინა ტურში მოულოდნელი წაგების გამო, „რეკორდმაისტერმა“ დღეისთვის გადაავადა პირველობა. დღეს კი, სანამ საღამოს გლადბახელებს შეხვებოდნენ, მანამდე გახდნენ ჩემპიონები. საქმე ისაა, რომ მისმა მდევარმა (თუ შეიძლება საერთოდ ასე ითქვას) „ლაიპციგმა“ დორტმუნდში 2:3 წააგო და „ბაიერნი“ მიუღწეველია.
„ბაიერნი“ ზედიზედ მე-9 გახდა ქვეყნის ჩემპიონი. სულ კი ეს 31-ე გამარჯვებაა გერმანიის ჩემპიონატში.
ეს არის მე-7 ტროფეი გუნდის მთავარი მწვრთნელის ჰანს-დიტერ ფლიკისთვის. მან ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიაში აიღო თასი და სუპერთასი, გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე, მერე უეფას სუპერთასიც მიისაკუთრა და ასევე მოიგო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი.
არადა, ფლიკი სულ რაღაც 2019 წლის ნოემბრიდან მუშაობს „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად. მომდევნო სეზონიდან „ბაიერნს“ სწორედ „ლაიპციგის“ დამრიგებელი იულიუს ნაგელსმანი ჩაიბარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings