in

ჩვენ პოლონეთში მივდივართ: ემერის მეოთხე ტიტულს სულშერის პირველი შეეცილება

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად ევროპა ლიგაზე ინგლისური ფინალი არ შედგა. უნაი ემერი თავისი საყვარელი ტურნირის ფინალში მეხუთედ გავიდა და მის მეოთხედ მოგებას შეეცდება. ემერმა ევროპა ლიგის ტიტული ესპანურ “სევილიასთან” ერთად სამჯერ მოიპოვა, 2019 წელს კი, “არსენალით” ფინალში “ჩელსისთან დამარცხდა.

ამჯერად ემერმა ევროპა ლიგის ნახევარფინალში სწორედ თავისი ყოფილი გუნდი “არსენალი” დაამარცხა.

ევროპა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი გუშინ “ემირეითზე” გაიმართა. პირველი მატჩი “ვილეარეალს” 2:1 ჰქონდა მოგებული და მატჩში დიდი ინტრიგაც იყო შენარჩუნებული, მაგრამ ესპანელებმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენეს, ხანდახან იღბალიც მათ მხარეს იყო და ფინალში გასვლა მოახერხეს. ლონდონური მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.
“ვილიარეალმა” მეორე წმინდა ინგლისური ფინალი მოიპარა.

მიკელ არტეტა: „“არსენალი მეორე ტაიმში დომინირებდა, მაგრამ საკმარისად კარგი არ იყო პირველში“.

უნაი ემერი: „არსენალს“ გატანის უკეთესი შანსი ჰქონდა, მაგრამ „ვილიარეალმა“ დაიმსახურა გასვლა“.

არსენალი – ვილეარეალი 0:0

6 მაისი. ემირეითსი. ლონდონი

არსენალი“: ლენო, ჰოლდინგი, მარი, ტერნი, ბელერინი, სმიტ როუ, ტომასი, საკა, პეპე, ოდეგაარდი, ობემეიანგი.

“ვილეარეალი”: რული, მარიო გასპარი, ალბიოლი, ტორესი, ალფონსო, პარეხო, კოკელინი, ტრიგეროსი, მორენო, ჩუკუეზე, ალკასერი

This image has an empty alt attribute; its file name is 182700228_526069285226708_1212643835852689666_n.jpg

მეორე შეხვედრაში “ოლდ ტრაფორდზე” დიდი სირცხვილის შემდეგ, “რომამ” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა. “წითელ ეშმაკებს” პირველი შეხვედრა 6:2 ჰქონდათ მოგებული და ეს მატჩიც ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მიუხედავად ამისა, ნეიტრალური ფეხბურთის გულშემატკივრებმა სახალისო და კარგი ფეხბურთი ვიხილეთ. “რომამ” პრესტიჟის მატჩი მოიგო 3:2 და ტურნირს ასე დაემშვიდობა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რომაელებს მეტი ინტრიგაც შეეძლოთ. რაც გაიტანეს, ერთი იმდენი კიდევ უნდა შეეგდოთ და ვითარება შეიძლება ძალიან დაძაბულიყო, მაგრამ დე ხეამ საოცარი ბურთები აიღო (10 სეივი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი) და ახლა ოლე-გუნარ სულშერს თავისი პირველი ფინალი ელოდება როგორც მწვრთნელს.

This image has an empty alt attribute; its file name is Screenshot-2021-05-07-105523.jpg

რომა – მანჩესტერი 3:2

6 მაისი. “სტადიო ოლიმპიკი”. რომი

0:1 კავანი (39) 1:1 ძეკო (57) 2:2 კრისტანტე (60) 2:2 კავანი (68) 3;2 ტელესი( 83 ს,კ)

“რომა”: მირანტე, კარსდროპი, სმოლინგი, იბანეზი, პერესი, კრისტანტე, მანჩინი, პედრო, პელეგრინი, მხითარიანი, ჯეკო.

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, ვან-ბისაკა, ბაილი, მაგუაირი, შოუ, ვან დე ბეეკი, ფრედი, გრინვუდი, ფერნანდესი, პოგბა, კავანი.

ევროპა ლიგის ფინალი 26 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება.

ფაქტები

„არსენალი“ 2016 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა ვერცერთი ტურნირის ფინალში.

უნაი ემერი მეხუთედ გავიდა ევროპის ლიგის ფინალში. მას სამი მოგება აქვს ამ ტურნირზე.

„ვილიარეალი“ პირველად ითამაშებს ევროპის ლიგის ფინალში.

ოლე-გუნარ სულშერი პირველად გავიდა ევროტურნირების ფინალში მწვრთნელის რანგში. როგორც ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. მოგებული კი არა, შეცვლაზე შესულმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა – 1999 წელს, “ბაიერნთან”, 2:1.

მანჩესტერ იუნაიტედი“ მერვედ ითამაშებს ევროტურნირების ფინალში. ინგლისურ კლუბებს შორის უფრო მეტი ფინალი „ლივერპულს“ ჰქონია – 14.

„მანჩესტერის“ ბოლო ექვს მატჩში ედინსონ კავანიმ შვიდი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.

კავანი – პირველი 35+ ფეხბურთელია, რომელმაც დუბლი შეასრულა ევროთასების ორივე ნახერიფანალურ შეხვედრაში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისელები აბუნტდნენ: ფინალი შესაძლოა ასტონ ვილას სტადიონზე ჩატარდეს

ბითაძის 14 წუთი და გამარჯვება ატლანტასთან