ცნობილი დიჯეი მარტინ გარიქსი და არანაკლებ ცნობილი როკ-ჯგუფი U2 ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჰიმნის ავტორები არიან. სინგლს We Are The People We’ve Been Waiting For ეწოდება და საზოგადოება მის შეფასებას 2021 წლის 14 მაისიდან შეძლებს. აღსანიშნავია, რომ 14 მაისს გარიქსი იუბილარია, ნიდერლანდელ დჯ-ს 25 წელი უსრულდება.
„მარტინი გიჟდება ფეხბურთზე, ამიტომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო და თანაავტორიც ძალიან დიდი სიფრთხილით შეარჩია. ამ სიმღერაზე ის თვეების განმავლობაში მუშაობდა, რათა ყველაფერი იდეალურად გამოსულიყო. როდესაც სამუშაო პროცესს ბონო და ეჯი შეუერთდნენ, კომპოზიციამ ახალი სიმაღლეები დაიპყრო. სინგლი უკვე მზადაა. ამჟამად ისინი ლონდონში იმყოფებიან, სადაც კლიპზე მუშაობენ“, – ნათქვამია მუსიკალური ინსაიდერის The Sun სტატიაში.
თუ გახსოვთ, ევრო 2016–ის ავტორი ფრანგი დიჯეი დავიდ გეტა იყო.
ევროპის ჩემპიონატის მატჩები 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდება.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings