in

ჭიდაობაში ოლიმპიადაზე არასრული გუნდით ვიქნებით: გოგავა ლიცენზიას ვერ შეწვდა

6-7 მაისს, სოფია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ბოლო სალიცენზიო ტურნირს მასპინძლობს, სადაც 3 ქართველი ფალავანი – ოთარ გოგავა, ბექა ლომთაძე და სანდრო ამინაშვილი მონაწილეობენ.

სამწუხაროდ, ოთარ გოგავამ (57კგ) ბულგარეთის დედაქალაქში ასპარეზობა უკვე დაასრულა. ქართველმა მოჭიდავემ პირველივე ეტაპზე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი ედიშერაშვილთან პირწმინდად წააგო და შესაბამისად ლიცენზიასაც ვერ შესწვდა.

ამრიგად, უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ ტოკიოში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სრული გუნდით წარმოდგენილი ვეღარ იქნება.

შეგახსენებთ, სოფიის სალიცენზიო ტურნირზე ოლიმპიადის ლიცენზია მხოლოდ ფინალისტებს გადაეცემათ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჭიაბრიშვილი 10 მატჩით დასაჯეს

ინგლისურ ფეხბურთს შესაძლოა ფანები დაუბრუნდნენ, ამისთვის ხელისუფლებამ შეზღუდვები უნდა შეამსუბუქოს