in

საქართველოს ყოფილი მწვრთნელი სლოვაკეთის ჩემპიონს გაწვრთნის

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ჩემპიონს, ბრატისლავას “სლოვანს” ჩაუდგება სათავეში.
ამის შესახებ ინფორმაციას refresher.cz ავრცელებს და წერენ, რომ წლების შემდეგ 56 წლის სპეციალისტი თავის შვილს, ვლადიმირ ვაის უმცროსს კვლავ გაწვრთნის.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 5 წლის განმავლობაში წვრთნიდა. “ჯვაროსნები” სლოვაკმა 2016 წლის მარტში ჩაიბარა და მისი ბოლო მატჩში სომხეთთან (1:2) მარცხი იყო, 2020 წლის ნოემბერში. ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთანაც ახლოს იყო, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

ვლადიმირ ვაისი 2020 წელს სლოვაკეთის ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად დაასახელეს.
მიმდინარე სეზონში “სლოვანი” 65 ქულით პირველ ადგილზეა და დიდი ალბათობით, ჩემპიონიც გახდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნოემბერში არგენტინას ვუმასპინძლებთ?

ლევან ჩილაჩავა 3 წლით კასტრში ითამაშებს