in

ნოემბერში არგენტინას ვუმასპინძლებთ?

არგენტინული გამოცემა elciudadanoweb.com წერს, რომ 2021 წელს არგენტინის ნაკრები რამდენიმე ტესტმატჩს გამართავს. პანდემიასთან არსებული შეზღუდვების გამო ყველა მათგანი გასვლაზე იქნება და შესაძლოა, მათი ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ნაკრები იყოს.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, არგენტინას საქართველოსთვის ზაფხულის ტესტებზე 7 აგვისტოსთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა პანდემიამ ეს შეუძლებელი გახადა. აღნიშნული გამოცემის ცნობით, არგენტინა უელსს საშინაო არენის ნაცვლად, კარდიფში ორჯერ შეხვდება, ხოლო მესამე მატჩში, შესაძლოა, რომ მეტოქე გამოცვალოს და საქართველოს ნაცვლად, ირლანდიას “ავივა სთედიუმზე” შეხვდეს. ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა.

ნოემბრის ტესტებზე “პუმები” 6 ნოემბერს პარიზში საფრანგეთს ეწვევიან, ხოლო 13 ნოემბერს გასვლაზე იტალიას ესტუმრებიან. არსებული ინფორმაციით, არგენტინის რაგბის კავშირს შემოდგომაზე კიდევ ორი ტესტმატჩის გამართვა სურს, ერთ ევროპულთან და ერთ 4 ერის ქვეყანასთან, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ სამხრეთულ გრანდთან შეხვედრა მათ დამატებით შემოსავალს მოუტანს. “პუმები” ევროპული ქვეყნებიდან სავარაუდო მეტოქედ საქართველოს და ირლანდიას განიხილავენ. ამ მატჩის გამართვის შესაძლო თარიღი 31 ოქტომბერი და 20 ნოემბერია. ევროპულ გუნდთან ტესტი ნამდვილად შედგება, ხოლო “სანზაარის” ქვეყანასთან დუელი ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს და არგენტინის ნაკრებების მატჩი შემოდგომაზე მართლაც შედგება, უდიდესი ალბათობით ეს საქართველოში მოხდება, რადგან შემოდგომაზე არგენტინაში ტესტ-მატჩის ჩატარება გამორიცხულია. ძალზე დაბალია იმის შანსიც, რომ ეს მატჩი ნეიტრალურ ლოკაციაზე შედგეს. ჯერჯერობით ამის შესახებ მეტი ცნობა არ თქმულა და უფრო მეტის შესახებ, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გვეცოდინება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართული ჰიმნი რუსეთში: ჩხვიმიანი გრან სლემის ჩემპიონია

საქართველოს ყოფილი მწვრთნელი სლოვაკეთის ჩემპიონს გაწვრთნის