in ,

ვლადიმირ ვაისი: კანკავა საუკეთესო პროფესიონალია ვისთანაც მიმუშავია, იგივეს ვიტყვი კაშიაზე

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, რომელიც ამჟამად ბრატისლავას “სლოვანს” წვრთნის და მისი გუნდის შემადგენლობაში ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ. სლოვაკურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. ვრცელ ინტერვიუში ვაისი ქართველ ფეხბურთელებზეც საუბრობს და მათ პროფესიონალიზმზე ამახვილებ ყურადღებას.

“კაშია, როდესაც მოედანზე არაა, თითქოს დაცვაში რაღაც გვაკლია. მისი გამოცდილება და მონდომება ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან დიდი პლუსია. ასეთია ჯაბაც და სწორედ მათ ამ პროფესიონალობის გამო აქვთ დიდი პატივისცემა. ჯაბა თამაშზე არასდროს ლაპარაკობს და ყველაფერს მოედანზე ამტკიცებს. ერთი კვირის წინ მას დედა გარდაეცვალა, მაგრამ მოედანზე გავიდა და თავისი პროფესიონალიზმი და მაღალი დონე დაამტკიცა. საქმისადმი დამოკიდებულებით და პროფესიონალიზმით იგი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც მიმუშავია. იგივეს ვიტყვი გურამ კაშიაზე. მათთან მუშაობა ძალიან კომფორტულია”, – თქვა ვლადიმერ ვაისმა.

“სლოვანი” სლოვაკეთის ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ 44 ქულით ლიდერია და ტრნავას “სპარტაკს” 8 ქულით უსწრებს, ხოლო კონფერენსლიგაზე ბოლო ტურის წინ 8 ქულით მეორე-მესამე ადგილებს პაოკ-თან ერთად იყოფს. ბოლო ტურში სლოვაკები დანიაში “კოპენჰაგენს” ესტუმრებიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია უფრო იტანჯება, ვიდრე თამაშობს: ხვიჩა ტურის ანტისიმბოლურშია

მესიმ პელეს გაასწრო და რონალდოს დაეწია