8 მაისს, ბათუმელი გულშემატკივართათვის დიდი დღეა. ამ დღეს, მათ 14-წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის სტადიონზე შეეძლებათ საყვარელი გუნდის ქომაგობა. მოგეხსენებათ, “ბათუმი არენა” შარშან გაიხსნა და “დინამომ” იქ ორი მატჩიც ჩაატარა, მაგრამ კორონავირუსიდან განპირობებული რეგულაციების გამო, ის შეხვედრა უმაყურებლოდ გაიმართა. შემდეგ კი, მოედნის საფარს პრობლემები შეექმნა და 8-ში სტადიონი ხელახლა, ამჯერად გულშემატკივართან ერთად იხსნება.
ერთმანეთს ჩემპიონატის ორი მთავარი ფავორიტი თბილისისა და ბათუმის “დინამოები” დაუპირისპირდებიან. Sport4me.ge-მ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაარკვია, რომ აღნიშნული შეხვედრა დაგეგმილი 20:15 საათის ნაცვლად, 19:15-ზე დაიწყება და მატჩზე დასაწრები ბილეთი გადააადგილების საშვის ტოლფასიც იქნება. ანუ, ნებისმიერი გულშემატკივარი, რომელსაც “დინამოების” დერბის ბილეთს შეიძენს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილებაზე პრობლემა არ შეექმნება.
ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე დღეს დაიწყება და მისი ფასი 3, 5 და 10 ლარია. სტადიონზე ტევადობის გათვალისწინებით მაყურებელთა 30% დაიშვება.
11 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 25 ქულით თბილისის “დინამო” ლიდერობს. მეორე ადგილზე 22 ქულით ბათუმელები არიან.
GIPHY App Key not set. Please check settings