ლისაბონის „სპორტინგი“ შესაძლოა ბოლო კლუბი გახდეს კრიშტიანო რონალდოს ლეგენდად ქცეულ კარიერაში.
Sport Mediaset-ის ჟურნალისტ კლაუდიო რაიმონდის ინფორმაციით, პორტუგალიელი აპირებს დაელოდოს ტურინელებთან კონტრაქტის დასრულებას და მერე მშობლიურ „სპორტინგში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.
„რონალდო“ უკვე ჩამოყალიბდა მომავალზე: მას სურს თავისი ციკლი ჩაამთავროს „იუვენტუსში“, ხოლო შემდეგ ორი წელი ითამაშოს „სპორტინგში“. კრიშტიანო არ აპირებს ტურინის ახლა დატოვებას, ის გეგმავს სრულად გამოიმუშავოს კონტრაქტი, რომელიც 2022 წელს იწურება. ესპანეთსა და „რეალში“ დაბრუნება შეუძლებელია, „მანჩესტერს“ კი რონალდოს საყიდლად ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს. ის „იუვედან“ პირადი მოსაზრებების გამო არ წავა, ასევე სპონსორებთან კავშირის გამო“, – ციტირებს რაიმონდის ნათქვამს SAPO Desporto.
იტალიაში რონალდომ ორ-ორჯერ მოიგო ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი.
GIPHY App Key not set. Please check settings