in ,

ვიდეო: გიორგი გაგუას ეფექტური გოლი სეგუნდა B-ში

გიორგი გაგუამ ესპანეთში მორიგი გოლი გაიტანა. 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა თავი სეგუნდა B-ს ჩემპიონატში გამოიჩინა.

ქართველი თავდამსხმელის გუნდი, „ალავესი II“ „იზარას“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

სტუმრებიდან თავი გაგუამ გამოიჩინა. 65-ე წუთზე, როდესაც ანგარიში „იზარას“ სასარგებლოდ 2:0 იყო, გიორგი გაგუამ მოედნის ცენტრში ბურთი მიიღო, კარისკენ დიდი სისწრაფით დაიძრა და კარიდან გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო.

გიორგი გაგუას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში სეგუნდა B-ში 21 მატჩი და 4 გოლია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბექა გიგაშვილი top 14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ლეგენდა სამშობლოში დაბრუნდება: რონალდო იუვენტუსში რჩება და მერე სპორტინგში წავა