კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს. ქალების 82 კგ-ში დღეს საქართველოს სახელით ანასტასია ჰოტფრიდი გამოვიდა და აკვრაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ანასტასიამ 108 და 111 კილოგრამი იოლად დასძლია. 113 კილოგრამიან შტანგას ვერ გაუმკლავდა და ამ მომენტში მან ფეხის მცირე ტრავმა მიიღო, რის გამოც მეორე დისციპლინაში ვერ შეძლო მედლისთვის ბრძოლა და მხოლოდ ატაცის ოქროს დასჯერდა.
აკვრაში ჰოტფრიდმა მხოლოდ პირველი მისვლა გამოიყენა და შეჯიბრი 128 კგ-თი დაასრულა.
ხვალ, მოსკოვის ფიცარნაგზე მთავარი ვარსკვლავი ლაშა ტალახაძე გამოვა და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ქართულ დელეგაციას მორიგ ოქროს მედლებს მოუტანს. მასთან ერთად ასევე გამოვა ირაკლი თურმანიძეც.
GIPHY App Key not set. Please check settings