ქართული ტრიუმფი რუსეთში და 9 აპრილს მოსკოვში აჟღერებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მედლები 89 კგ-ში გათამაშდა. ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებული უკრაინელი ანტონ პლესნოი გამოვიდა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა. პლესნოიმ ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. პირველ ცდაზე მან 171 კგ, მეორეზე – 175 კგ, მესამე ცდაზე კი 180 კილოგრამიანი შტანგის აწევა მოახერხა და პირველ დისციპლინაში ოქროს მოიპოვა.
1 ოქრო და 2 ვერცხლი მოსკოვიდან: რეზი დავითაძე აკვრაში ევროპის ჩემპიონია
პლესნოიმ აკვრაშიც ბრწყინვალედ იასპარეზა. მან 207 და 213 კილოგრამი დაძლია და მეორე დისციპლინაშიც ოქროს დასჯერდა და ორჭიდის ჯამში 393 კილოგრამი დააფიქსირა.
GIPHY App Key not set. Please check settings