„ბარსელონამ“ მადრიდის „რეალის“ საშინაო სტადიონთან დიდი ბანერი გამოკიდა.
პლაკატზე კატალონიური კლუბის ნახევარმცველები პედრი და ფრენკი დე იონგი არიან გამოსახული. მათ ფოტოს თან წარწერაც ახლავს – “კლასიკოს მოუთმენლად ველით“.
აღსანიშნავია, რომ ბანერი იმავე სტილშია შესრულებული, როგორც ის პლაკატი, რომელიც „რეალის“ სტადიონთან ჟოან ლაპორტამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოკიდა. ეს დეკემბრის შუა რიცხვებში მოხდა. შემდეგ მან არჩევნები მოიგო და „ბარსას“ პრეზიდენტი გახდა.
„რეალი“ ელ კლასიკოში „ბარსას“ შაბათს, 10 აპრილს უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings