in ,

ლოჩოშვილი ავსტრიის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

ავსტრიის ბუნდესლიგის გასული ტურის შეხვედრაში ქართველების “ვოლფსბერგერი” ვენის “რაპიდთან” 1:8 განადგურდა. პირველ ნახევარში, როდესაც ანგარიში მხოლოდ 0:1 იყო, მოედნიდან ლუკა ლოჩოშვილი გააძევეს. 18 შეხვედრაში ეს ლუკას მესამე წითელი ბარათია. Sky Sport Austria-ს ცნობით, ამ მაჩვენებლით ლოჩოშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა.

“ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში მესამე წითელი ბარათი მიიღო. უფრო მეტი, ვიდრე ბუნდესლიგის სხვა მოთამაშემ. ბოლო ფეხბურთელი, რომელიც ავსტრიის ჩემპიონატის ერთ სეზონში მოედნიდან სამჯერ გააძევეს, 1978/79 წლებში ავგუსტ სტარეკი იყო”, – წერია გამოცემაში.

მომხდარის გამო, ავსტრიის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა ქართველ მცველს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსას ბანერი ბერნაბეუსთან: კლასიკოს მოუთმენლად ველით

ლონდონის არსენალის კამპანიის დიზაინზე ქართველმა იზრუნა