in

რონალდოს ნასროლი სამკლაური 64 ათასად გაყიდეს: ფული 6 თვის ბავშვის სამკურნალოდ დაიხარჯება

კაპიტნის სამკლაური, რომელიც პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ გაზონზე მოისროლა, საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდა. მოგეხსენებათ, ეს ინციდენტი სერბეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მოხდა (2:2), როდესაც თამაშის მიწურულს რონალდოს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს და სწორედ ამან გააცოფა პორტუგალიის კაპიტანი.

ლოტი 7.5 მლნ სერბულ დინარად (დაახლოებით 63.7 ათას ევრო) გაიყიდა. ყველაზე დიდ ფსონს საბუქმეკერო კომპანია Mozzart Bet ჩამოვიდა.

რონალდოს გადაგდებული კაპიტნის სამკლაური აუქციონზე გაიყიდება

თანხა სერბეთში 6 თვის ბიჭის სამკურნალოდ გადაირიცხება. მას ზურგის კუნთების ატროფიის დიაგნოზი დაუსვეს. საერთო ჯამში, მკურნალობისთვის 2.5 მლნ ევროა საჭირო.

კაპიტნის სამკლაური ორგანიზაცია „ერთად სიცოცხლისთვის“ მეხანძრემ გადასცა, რომელმაც ის მატჩის შემდეგ აიღო.

რონალდოს დამ დაწერა, რომ კრიშტიანოს სამკლაურის მოხსნა და მსაჯის გინება უნდოდა და ეს ძალიანაც სწორი იყო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოთარ გაბელია: პოტენციალი გამოჩნდა – ფეხბურთელმა ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოს

ზაფხულში საქართველო კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ითამაშებს