in

რონალდომ ვულკანისგან დაზარალებულებისთვის ავტოგრაფიანი მაისური აუქციონს გადასცა

„მანჩესტერის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ საქველმოქმედო აუქციონზე მაისური გაიტანა.

პორტუგალიელი ამგვარად ცდილობს ესპანეთის კუნძულ პალმას მოსახლეობას დაეხმაროს, რომელიც კანარის არქიპელაგის შემადგენლობაში შედის.

19 სექტემბერს კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო. 88 დღეში დაინგრა 1600 შენობაზე მეტი, დაზიანდა 74 კმ გზა, ევაკუირებულია 7 ათასზე მეტი ადამიანი.
ამასწინ ვულკანმა აქტიურობა შეწყვიტა.

„ვულკანის ძალასაც არ შეუძლია პალმას შეედაროს. ჩემი მხარდაჭერა მშვენიერ კუნძულს“ – დააწერა რონალდომ პორტუგალიის ნაკრების მაისურს და საქველმოქმედოდ გადასცა.

შემოსული თანხა პირდაპირ გადაეცემა ვულკანის ამოფრქვევისგან დაზარალებულებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფანებმა თქვეს: სალაჰი

მარუშიჩი კოვტალიუკის გზაზე? სერბი შესაძლოა ყაზახეთში აღმოჩნდეს