ევროპის სპორტული გამოცემების ასოციაციამ ეროვნული ჩემპიონატების სიმბოლური ნაკრები შეადგინა მარტის თვის შედეგებით.
ტრადიციულ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ La Gazzetta dello Sport (იტალია), Marca (ესპანეთი), Kicker (გერმანია), A Bola (პორტუგალია), World Soccer (ინგლისი), De Telegraaf (ნიდერლანდები) და სხვა ცნობილი გამოცემები.
მარტის ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი „სიტის“ ჰყავს – 4 მოთამაშე. ყველაზე მეტჯერ კი ჟურნალისტებმა ხმა მისცეს ლევანდოვსკის და მესის.
მათ გარდა ასოციაციის წარმომადგენლეებმა გამოარჩიეს:
მეკარე: ნავასი (პსჟ), შმეიხელი («ლესტერი»), ნოიერი («ბაიერნი»), ედერსონი («სიტი»), მენდი («ჩელსი»);
მცველები: ჰალსტენბერგი («ლაიპციგი»), მარიპანი («მონაკო»), ზუმა, რუდიგერი, ალონსო («ჩელსი»), შოუ («მანჩესტერი»), კუადრადო («იუვენტუსი»), ბენსებაინი («ბორუსია» გლადბახი), ტომორი («მილანი»), რომერო («ატალანტა»), მენდი («რეალი»), პეპე («პორტო»), ტრიპიერი («ატლეტიკო»), მარკინიოსი («პსჟ»), ჰელანდერი («რეინჯერსი»), პორო («სპორტინგი» ლ), ალაბა («ბაიერნი»), ალეკსანდრ-არნოლდი («ლივერპული»);
ნახევარმცველები: კანტე, ჟორჟინიო, მაუნტი («ჩელსი»), კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო («რეალი»), გოზენსი («ატალანტა»), ფეკირი («ბეტისი»), გორეცკა, კიმიხი («ბაიერნი»), ტილემანსი («ლესტერი»), გუირი («ნიცა»), ბრუნო ფერნანდეში («მანჩესტერი»), ბარელა («ინტერი»), დე იონგი («ბარსელონა»), კოკე («ატლეტიკო»);
თავდამსხმელები: ლუკაკუ («ინტერი»), ჰაალანდი («ბორუსია» დ), იჰეანაჩო («ლესტერი»), მბაპე (პსჟ), ვერჰორსტი («ვოლფსბურგი»), მიულერი («ბაიერნი»), რონალდო («იუვენტუსი»).
GIPHY App Key not set. Please check settings