in ,

ხვიჩამ 90 წუთის ერთ დონეზე თამაში უნდა ისწავლოს – ვილი სანიოლი საქართველოში კომფორტულადაა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა მისთვის საინტერესო გამოწვევაა და ნაკრების თავკაცის როლში თავს კომფორტულად გრძნობს.

“საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწრვთნელის რანგში თავს კომფორტულად ვგრძნობ. საქართველოს ძლიერი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელები თამაშობენ. მათ შეუძლიათ ფეხბურთის თამაში და წარმატების მიღწევა.

ხვიცა კვარაცხელიაზე ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი იწერება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და დასახვეწი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხვიჩამ 90 წუთის ერთნაირად მაღალ დონეზე ჩატარება უნდა ისწავლოს”, – თქვა ვილი სანიოლიმ.

მან განვლილ მატჩებსა და ჯგუფში საქართველოს ნაკრების შანსებზეც ისაუბრა.

“ამ ჯგუფიდან მსოფლიოზე გასვლა რომ ურთულესი იქნება, ყველამ იცის, მაგრამ ისიც გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ძლიერ მეტოქეებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მეტად რომ გაგვმართლებოდა, უფრო მეტი ქულა გვექნებოდა”, – აღნიშნა სანიოლიმ.

ვილი სანიოლი: ეს თამაში რომ წაგვეგო, უსამართლობა იქნებოდა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მარტის ნაკრები – ევროპულმა მედიამ თვის გუნდი დაასახელა

უკრაინელებმა 1 აპრილს მაგრად ჩაგვიტარეს: შევჩენკო არსად წასულა