in ,

ვილი სანიოლი: ანდერსონმა თქვა რომ გაგვიმართლა? მათაც გაუმართლათ პირველ შეხვედრაში

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ, ბათუმში გამართა და გაიმარჯვა (2-0).

დუბლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც ჩვენი ნაკრების სხვა წევრების მსგავსად, გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეაფასა, რომელიც დღეს, ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებული იყო, გუნდი კი მოედანზე მისმა ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა გაიყვანა.

“ბოლო დროს ხვიჩას კარგი პერიოდი არ ჰქონია, თუმცა რა თქმა უნდა, მას ვენდობოდით და შემდეგშიც ვენდობით. ვფიქრობ, რომ თუ გვსურს, მისი კარიერა სწორად წარიმართოს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეცაა, აუცილებლად უნდა დავასრულოთ საუბარი ხვიჩას სამომავლო საკლუბო კარიერის შესახებ.

რაც შეეხება შეცვლას, შევამჩნიეთ, რომ ხვიჩა იღლებოდა, მან თავადაც გვანიშნა, რომ თამაში აღარ შეეძლო. ეს კი კარგია, რადგან ნიშნავს, რომ ის მოდანზე ბოლომდე დაიხარჯა. რაც შეეხება შემადგენლობას, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საკლუბო დონეზე ჩვენი ფეხურთელები მეტს თამაშობდნენ. მაგალითად, კაკაბაძესთან დაკავშირებით იყო კითხვა – მან კოსოვოსთან და დღეს, კარგი შეხვედრები ჩაატარა, ხოლო კაშია გამორჩეული მოთამაშეა.

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ ჩვენ საგოლე მომენტებში გაგვიმართლა? მას ვუპასუხებდი, რომ მის ნაკრებს ასევე გაუმართლა პირველ შეხვედრაში. ძალიან გახარებულები ვართ, რადგან მომენტების რეალიზება შევძელით. მსურს აღვნიშნო მაყურებლის ფაქტორიც როგორც თბილისში, ასევე, ბათუმში. უკეთესი მომავლის იმედი რა თქმა უნდა ვაქვს, რადგან გამარჯვებებს სტაბილური სახე უნდა მიეცეს.”-თქვა ვილი სანიოლმა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაშოუ ბათუმში: საქართველოს თავგანწირული თამაში და ღირსების გამარჯვება მრისხანე შვედეთთან

შვედეთის მწვრთნელი:ეპიზოდებში ქართველებს ძალიან გაუმართლათ