in ,

კვარაშოუ ბათუმში: საქართველოს თავგანწირული თამაში და ღირსების გამარჯვება მრისხანე შვედეთთან

საქართველო-შვედეთი 2:0
აჭარაბეთ არენა. ბათუმი

საქართველო:ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, კვეკვესკირი(90.აბურჯანია), გვილია, ლობჟანიძე(81.ჩაბრაძე), კვარაცხელია(81.ყაზაიშვილი), წიტაიშვილი(70.დავითაშვილი), ოქრიაშვილი(70.ვოლკოვი)

შვედეთი: ოლსენი, კრაფტი, ლინდელოფი, ნილსონი, აუგისტინსონი, კლაესონი(74.კულეშევსკი), სვანბერგი(78.ქუაისონი), ოლსონი, ფორსბერგი, ისაკი(87.კარლსონი), იბრაჰიმოვიჩი

1:0 კვარაცხელია (61) 2:0 კვარაცხელია(77)

დიახ! დიახ! დიახ! გამოუშვით წინადადებები ევროპიდან. ეს ბიჭი, ისევ ისეთი არანორმალურია და მას კვლავ შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში. ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში საქართველოსთან დაბრუნდა და ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” იბრას შოუს ელოდნენ, მაგრამ სადაა იბრა, როცა ქართველებს ხვიჩა კვარაცხელია ყავს.

ზაფხულის დამღლელი სატრანსფერო ამბების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია, თითქოს ისეთი აღარ იყო, როგორსაც მივეჩვიეთ, მაგრამ დღეს ხვიჩა ბათუმის ზღვასავით აბობოქრდა და შვედებს ცივი შხაპი გადაასხა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ბათუმში ჩაატარა და შვედეთი 2:0 დაამარცხა.

შვედეთი ამ მატჩამდე სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იყო და ესპანეთს ორი ქულით უსწრებდა. დღეს, გამარჯვების შემთხვევაში იანე ანდერსონის გუნდი მუნდიალისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამდა. საქართველოს ნაკრებს სატურნირო თვალსაზრისით მოტივაცია არ ჰქონდა, მაგრამ როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თქვა ეს იყო ღირსების თამაში და ეს ღირსების მატჩი დიდებულად ჩავატარეთ.

შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო და რამდენიმდ მეტ-ნაკლებად მწვავე მიახლოვება გვქონდა მეტოქის საჯარიმოსთან, თუმცა ამას შედეგი არ მოუტანია. ამის შემდეგ, მეტოქემ ტემპს საოცრად მოუმატა და დიდი ძალებითაც შემოგვიტია. პირველი სახიფათო მომენტი მე-14 წუთზე შეიქმნა. მეკარის და მცველების შეუთანხმებელი მოქმედების შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა ბურთი საჯარიმოში ჩაგვიჭრა. კლაესონის დარტყმა ლორიამ მოიგერია, ისააკის დარტყმული კი, ცარიელი კარიდან ირაკლი აზაროვმა გამოიტანა. შვედების შეტევები სულ უფრო მასირებულ სახეს იღებდა. ისააკის ჩაწოდებული ბურთი. ცენტრალური მცველების უხეში შეცდომა და იბრაჰიმოვიჩს გატანა მართებდა, მაგრამ შვედი ფორვარდის დარტყმული ზედმეტად რბილი აღმოჩნდა და ის ლორიამ მარტივად მოიგერია. ცოტა ხანში ლორიამ “დიდებულ ზლატანს” კიდევ ერთი დიდებული ბურთი აუღო და საქართველოს ნაკრები აშკარა გოლისგან იხსნა. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ძირითადად დაცვითი ფუნქციების შესრულებით იყო დაკავებული, მაგრამ შვედები დიდი ძალებით მიდიოდნენ წინ და მათ ქართველთა კონტრშეტევები ეპარებოდათ. ერთ ეპიზოდში კვარაცხელიას ჩინებული გამჭოლი პასის შემდეგ, საბა ლობჟანიძეს ჰქონდა გატანის კარგი შანსი, მაგრამ “ჰატაისპორის” შემტევს მიზანმა უმტყუნა.

მეორე ტაიმი კი, საქართველოს ნაკრებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. შეუდარებელი იყო ჩვენი ნაკრების დაცვის ხაზი. ასევე, ბრწყინვალედ მოქმედებდნენ ჩვენი გუნდის საყრდენები, განსაკუთრებით ნიკა კვეკვესკირი უნდა გამოვყოთ. კვარაცხელიამ კი, ორ ეპიზოდში უბრალოდ შეასრულა. ჯერ, მისი დრიბლინგის შემდეგ, ჯარიმა დაინიშნა. ოქრიაშვილის დარტყმა ოლსენმა საშინლად მოიგერია. შვედი მცველები დაიბნენ და ამ არეულობით ქართველმა ტალანტმა ჩინებულად ისარგებლა. 77-ე წუთზე კი, კვარაცხელიამ მოედნის ცენტრიდან ფენომენალური სოლო-რეიდი განახორციელა და მეორედ შეარხია ოლსენის კარის ბადე.

საბოლოო 2:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. დღეს იყო ბრძოლა, თავდადადება და ბოლომდე ბრძოლა მოედანზე, რამაც შედეგი გამოიღო. საქართველოს ნაკრებმა ამ მოგებით ჯგუფში 7 ქულა მოაგროვა და ჯგუფი მეოთხე ადგილზე დაასრულა. შვედებს კი, მუნდიალზე გასასვლელად ესპანეთის დამარცხებს მართებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანიოლი დისკვალიფიცირებული ყოფილა: დღეს ნაკრებს ხიზანა გაიყვანს

ვილი სანიოლი: ანდერსონმა თქვა რომ გაგვიმართლა? მათაც გაუმართლათ პირველ შეხვედრაში