ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. წარმატებული გამოდგა თამაში თავად „რუბინისთვისაც“. ყაზანელებმა დღეს, ცოტა ხნის წინ სტუმრად 3:0 დაამარცხეს „უფა“.
ხვიჩამ ამ თამაშში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მისცა. კვარაცხელიას ანგარიშზე 42-ე წუთზე გატანილი მეორე გოლია.
ისე კი, 20 წლის ქართველმა 3 ქულა (1+2) მოაგროვა გოლი+პასის სისტემით ბოლო სამ მატჩში. 28 თებერვალს მან საგოლე პასი გააკეთა „სპარტაკთან“ შეხვედრაში.
ხვიჩა 84-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ყველაფერი მორჩენილი იყო.
კვარაცხელიას სტაბილური და შედეგიანი თამაში განსაკუთრებით სასიხარულოა სანაკრებო მატჩების წინ, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ნაკრების ბევრ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია.
ხვიჩას ესპანეთთან მატჩზე მილანიდან და იუვედან დააკვირდებიან
აღსანიშნავია, რომ „უფას“ შემადგენლობაში სრულად, 90 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ.
GIPHY App Key not set. Please check settings