in

ქართველი ქალები მე-2 ადგილზე გავიდნენ: პირველობა თანაბარ უკრაინას დავუთმეთ

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა 18 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე გავიდა. ჩვენების მსგავსად უკრაინასაც 18 ქულა მოუგროვდა და სწორედ ის გახდა პირველი.
მესამე ადგილი მასპინძელ ინდოელ ქალებს ერგოთ, რომლებმაც 17 ქულას მოუყარეს თავი და ასევე 17-ქულიან აშშ-ს და ყაზახეთს აჯობეს.

ბოლო, მე-11 ტურში საქართველომ აზერბაიჯანი დაამარცხა – 3:1.
ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ მოიგეს, ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა კი მეტოქეებთან ქულები გაიყვეს. ჩვენს გუნდში ასევე გამოდიოდა სალომე მელია.

28 ივლისს დაწყებული 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ოფიციალურად ხვალ, 10 აგვისტოს დაიხურება.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველი ადგილი 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, დრეზდენში მოიპოვა. სხვათა შორის, მაშინ პირიქით მოხდა – ჩვენ და უკრაინას ასევე თანაბარი ქულები გვქონდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ჩვენე გავასწარით.

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ბოლო ტურში ეგვიპტის გუნდთან ყაიმით 2:2 ითამაშა.
საქართველოს ნაკრები 14 ქულით 188 გუნდს შორის 23-ე ადგილზე გავიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შავი ლომი სამხრეთ ამერიკაში გაერევა

ჰალი თასს გამოეთიშა