in

ლივერპულმა მოიგო, ბარსელონა რთულ მდგომარეობაშია – ჩემპიონთა ლიგა

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის პირველი სათამაშო დღე იყო და ვიცით, რომ კვარაცხელიამ “აიაქსს” გოლი გაუტანა და გუდნელსაც გაატანინა. ნეაპოლელებმა კი ჯამში 6:1 გაილაღეს. ახლა კი დანარჩენი მატჩების ჯერი დადგა.

ადრეულ სესიაზე ორი მატჩი ვნახეთ:

მიუნხენის “ბაიერნმა” “პლზენი”, უბრალოდ გააცამტვერა, 5:0 დაამარცხა და ჯგუფში ქულათა მაქსიმალური მარაგით პირველ საფეხურზეა.

გოლები: ზანე, მანე, ზანე, გნაბრი და ჩუპო მოტინგი.

“მარსელმა” კი ჯგუფის ლიდერ, “სპორტინგს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

23:00-ზე კი “ნაპოლის” ჯგუფში “ლივერპულმა” “რეინჯერსს” უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. სათქმელია, რომ 150 წლიანი ისტორიის მიუხედავად ამ გუნდების გზა პირველად გადაიკვეთა. ტრენტ ალექსანდერ არნოლდის ულამაზეს ჯარიმას მეორე ტაიმში მო სალაჰის პენალტიც დაემატა და წითლებმა 3 ქულა გაიფორმეს.

ტურის ცენტრალურ მატჩში კი “ინტერმა” “ბარსელონას” უმასპინძლა და 1:0 ჩალჰანოღლუს გოლით გაიმარჯვა. მილანელებს 6 ქულა აქვთ კატალონიელებს კი 3.

მორიგი სენსაცია შემოგვთავაზა “ბრიუგემ”, რომელმაც “ატლეტიკოს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. სოვამ და იუტკლამ მადრიდელები უქულოდ დატოვეს. სამი ტურის თავზე ბელგიელებს 9 ქულა აქვთ!

“პორტო” 2:0 “ლევერკუზენი”

“აინტრახტი” 0:0 “ტოტენჰემი”.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაჰმუთოღლუ შენგელიას ემუქრება: კიდევ შევხვდებით!

ფერგიუსონი ენფილდს ესტუმრა, მაგრამ ლივერპულმა მოიგო