in

მაჰმუთოღლუ შენგელიას ემუქრება: კიდევ შევხვდებით!

“ფენერბაჰჩეს” კალათბურთელმა მელიჰ მაჰმუთოღლუმ უცხოურ გამოცემა Eurohoops-თან განვლილი სეზონის შესახებ ისაუბრა. 32 წლის მოთამაშემ ევრობასკეტიც გაიხსენა და თორნიკე შენგელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

მაჰმუთოღლუს თქმით, შენგელია გასახდელში მომხდარი ინციდენტის გამო აუცილებლად უნდა დაისაჯოს და სეზონის განმავლობაში მის წინააღმდეგ თამაშს ელის.

“საქართველოს ნაკრებთან თამაშის შემდეგ თორნიკე შენგელიასთან არ მისაუბრია. როდესაც მომხდარის შესახებ გავიგე, შოკში ჩავვარდი, მისგან ამგვარ ქმედებას არ ველოდი. სწორად არ მიმაჩნია ტრავმირებული მოთამაშისგან მოწინააღმდეგის გასახდელში ჩხუბის მოწყობა. ვფიქრობ, ამისთვის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. კადრები არ მინახავს, თუმცა, რაც კორკმაზისგან შევიტყვეთ, ყველაფრის

გვჯერა. არ ვიცი, შენგელიასა და ბითაძეს რა უნდოდათ.

წინ გრძელი სეზონი გველის და დარწმუნებული ვარ, ისევ შევხვდებით. ვნახოთ, გაბედავს თუ არა შენგელია იმავეს, რაც საქართველოში გააკეთა. სპორტში ასეთი ინციდენტები არ უნდა ხდებოდეს და მოედანზე მომხდარი გაუგებრობა იქვე უნდა დარჩეს. სამწუხაროდ, ეს შემთხვევა გამონაკლისი აღმოჩნდა” – განაცხადა მაჰმუთოღლუმ.

შეგახსენებთ, 2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა თურქეთი 88:83 დაამარცხა, მატჩის მიმდინარეობისას კი დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მსაჯმა ორივე კალათბურთელი გააძევა, შელაპარაკება კი გასახდელში გაგრძელდა.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩირო ვენერატო: კვარაცხელიას გაუმართლა რომ მისი მწვრთნელი სპალეტია

ლივერპულმა მოიგო, ბარსელონა რთულ მდგომარეობაშია – ჩემპიონთა ლიგა